“ხვიჩას ღმერთი უყვარს და ღმერთსაც უყვარს ეს ბიჭი“

“ხვიჩას ღმერთი უყვარს და ღმერთსაც უყვარს ეს ბიჭი“

ბიჭი თვალებში ციმციმა ვარსკვალებით­ გაიზარდა და ნამდვილი ვარსკვლავი გახდა! ჯერ საკუთარი ქვეყანა აალაპარაკა, მერე – მსოფლიო. სახელი და გვარი ყველას დაამახსოვრა. სიამაყის განცდა და გამარჯვების სიხარული ყველას ერთად განგვაცდევინა.

“უზომოდ თბილი, მეგობრული, შრომისმოყვარე, მიზანდასახული” – მშობლი­ურ 169-ე საჯარო სკოლაში ხვიჩა­ კვარაც­ხელიაზე ყველა სიამაყითა და სიამოვ­ნებით საუბრობს.

“ხვიჩას სხვების სიხარულით გულწრფელად გახარების უნარი აქვს, ეს უდიდესი ნიჭია”

ლეილა ხიჩაკაძე, პედაგოგი:

– ხვიჩას თამაშებს თვალს ადევნებთ?

– რა თქმა უნდა. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე რომ ითამაშა, იმ საღამოს შინ გვიან უზომოდ დაღლილი დავბრუნდი, რადგან მეორე დღეს პირველი ივნისი იყო და სკოლაში ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიებები­ გვქონდა დაგეგმილი. ხვიჩამ გოლი რომ გაიტანა, არ ვიცი, სავარძლიდან როგორ­ წამ­ოვფრინდი, ძალა საიდან მომეცა.­ სას­წაული განცდა იყო, ახლაც სიხარულისგან მეტირება. ეს ბიჭი შვილივით მიყვარს. ხვიჩა და ჩემი შვილი, გიორგი ბლიაძე, ერთ კლასში სწავლობდნენ. მათემატიკას ვასწავლიდი, მეგობრობდნენ და ახლაც მეგობრობენ, გიორგი ხვიჩას მეჯვარეა.

– როგორი ბავშვი იყო ხვიჩა?

– უზომოდ თბილი, კეთილი, მეგობრული და ეს თვისებები დღემდე აქვს. მიზანდასახული რომ იყო, ეს ისედაც ცხადია.

კითხვის გაგრძელება – იხილეთ ვრცლად 

Leave a Comment