„ბედნიერი ყოფილა ამ დღეს რომ ვერ მოესწრო“ – ქუთაისში ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა, დედით ობოლი იყო

„ბედნიერი ყოფილა ამ დღეს რომ ვერ მოესწრო“ – ქუთაისში ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა, დედით ობოლი იყო

ქუთაისში, ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული შაკო აფრიდონიძეა. ტრაგიკული შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ორი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლიც, 19 წლის მარიამ გიორგაძე დაიღუპა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობით, დაღუპული დედით ობოლი იყო. „როგორ გვეცოდებოდა შენი დედიკო ნაადრევად რომ წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ბედნიერი ყოფილა ამ დღეს რომ ვერ მოესწრო. ნათელი დაგიმკვიდროს უფალმა სადაც მართალნი განისვენებენ“,- წერს მოქალაქე. {რედ. შენიშვნა} ტრაგიკული შემთხვევის ამსახველი ფოტო ადგილობრივ მედია „ინფო იმერეთს“ ეკუთვნის.

წყარო : Digest.ge

Leave a Comment