ლუის ენრიკე შესაძლოა მკაცრად დასაჯონ – რა სასჯელი ემუქრება პსჟ-ს მწვრთნელს ჩელსის ფეხბურთელის ხელის კვრისთვის ?

ლუის ენრიკე შესაძლოა მკაცრად დასაჯონ – რა სასჯელი ემუქრება პსჟ-ს მწვრთნელს ჩელსის ფეხბურთელის ხელის კვრისთვის ?

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, შესაძლოა, მკაცრი სასჯელი დაეკისროს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ლონდონის „ჩელსისთან“ მომხდარი ინციდენტის გამო.

გავლენიანი ფრანგული გამოცემა „Le Parisien“-ის ინფორმაციით, FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტი ამ საქმეს განიხილავს. მათი კოდექსის მე-14 მუხლის I პუნქტის თანახმად, მსგავსი ქმედებები მინიმუმ სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით ისჯება. ეს მუხლი გათვალისწინებულია FIFA-ს ეგიდით ჩატარებულ თამაშებში ფეხბურთელის ან მწვრთნელის მხრიდან ჩადენილი თავდასხმისთვის, მათ შორის მუშტის, იდაყვის, თავის და ფეხის დარტყმისთვის, კბენისთვის ან შეფურთხებისთვის მსაჯის ან ნებისმიერი სხვა პიროვნების მიმართ.

თუ სადისციპლინო კომიტეტი გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, ლუის ენრიკეს FIFA-ს ეგიდით გასამართი მინიმუმ სამი მატჩის გამოტოვება მოუწევს. ასევე, დღესვე დაიწერა, რომ ესპანელ სპეციალისტს FIFA-მ შესაძლოა ფულადი ჯარიმაც შეუფარდოს. ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ლუის ენრიკემაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარი შემთხვევის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო.

„რა მოხდა მატჩის შემდეგ ჟოაო პედროსთან? შეხვედრის შემდეგ შეიქმნა სიტუაცია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. ვითარება დაიძაბა და ფეხბურთელების გაშველება ვცადე. თითოეული ჩვენგანის ვალდებულება იყო, რომ სიტუაციის დაძაბვა თავიდან აგვერიდებინა. მიუხედავად ამისა, დაძაბულობა მაინც შეიქმნა, რის გამოც ფეხბურთელები ერთმანეთს ექაჩებოდნენ და ხელს ჰკრავდნენ. პედრომ ხელი მკრა, მე კი მას უბრალოდ შევეხე და ის მინდორზე დაეცა. ეს სიტუაცია თავიდან უნდა აგვერიდებინა და მოთამაშეები გავაშველე“.

წყარო : Crystalsport.ge

Leave a Comment