15 ივლისს, ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, დაშავდა სამი ადამიანი და დაზიანდა სამი ავტომობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის დროს დაშავებულებიდან, ერთი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ცნობით, გარდაცვლილი 22 წლის გიორგი მაისურაძეა.
გიორგი მაისურაძეს ოჯახის წევრები და მეგობრები ემშვიდობებიან და მის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ.
გიორგი მაისურაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მისი დედა, თამარ მალანიაც და წერს:
„ღმერთმა დედას სიცოცხლე წაართვა“…
„დედიკო, ვაიმე, როგორ გამაუბედურე“…
„მე მოვკვდი წუხელ… ჩემს შვილთან ერთად… ჩემი გიორგი, ჩემი გიო აღარ მყავს“, – წერს თამარ მალანია.
Post Views: 666