Coldplay-ს კონცერტზე კამერამ შემთხვევით საყვარლები “გამოიჭირა” – ვინ არიან ვიდეოზე, რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა

Coldplay-ს კონცერტზე კამერამ შემთხვევით საყვარლები “გამოიჭირა” – ვინ არიან ვიდეოზე, რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო Coldplay-ს კონცერტიდან. შემთხვევით კადრზე შეყვარებული წყვილი გამოჩნდა, თუმცა მათმა რეაქციამ ყველა დააეჭვა და შედეგმაც არ დააყოვნა – ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს, წყვილის შესახებ კი მსოფლიომ გაიგო.

ვიდეოს უკვე 15 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, მოღალატე ქმარი კი აღმოჩნდა დიდი IT კომპანიის, Astronomer-ის ხელმძღვანელი, მილიარდერი ენდი ბაირონი, რომელმაც გადაწყვიტა, დრო თავის თანამშრომელთან და პარალელურად – საყვარელთან გაეტარებინა.

წარმოდგენის დროს ჯგუფმა მაყურებელი ართობდა თამაშ „Kissing Camera“-ით (პოპულარული გასართობი საჯარო ღონისძიებებზე, როდესაც ეკრანზე შემთხვევითი წყვილები გამოდიან). ერთ მომენტში ოპერატორმა წყვილი VIP ლოჟაში ჩახუტებული გადაიღო. მაგრამ ჩვეულებრივი რეაქციის ნაცვლად, ისინი უცნაურად მოიქცნენ: ქალმა მოულოდნელად სახეზე ხელები აიფარა და შებრუნდა, მისი თანამგზავრი კი სწრაფად ჩაიმუხლა, ღობის უკან დამალვას ცდილობდა. Coldplay-ს ფრონტმენმა კრის მარტინმა პირდაპირ ეთერში კომენტარი გააკეთა: „ოჰ, შეხედეთ ამ წყვილს. ისინი ან ვინმეს ღალატობენ, ან ძალიან მორცხვები არიან“.

თავიდან მაყურებელს არ ესმოდა, რა ხდებოდა და იუმორით რეაგირებდნენ, მაგრამ მალევე მთავარი პერსონაჟების ვინაობა ინტერნეტში გამჟღავნდა და სიცილი აღარ წყდება. მთავარი გმირი აღმოჩნდა აიტი კომპანია Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორი, მილიარდერი ენდი ბაირონი, მისი კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელ კრისტინ კაბოტთან ერთად. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ დროს მისი კანონიერი მეუღლე, მეგან კერიგანი, სახლში ორ შვილთან ერთად დარჩა.

66 000-იანი აუდიტორიის წინაშე ნანახი უხერხული მომენტი მალევე TikTok-ის სენსაციად იქცა. კომენტარებში მომხმარებლები კარგად ხალისობენ: „უბრალოდ რომ მდგარიყვნენ და გაეღიმათ, ეს ვიდეო TikTok-ზე ვერასდროს მოხვდებოდა“, „კონცერტის ღირებულება: სასტუმრო – 200 დოლარი, ბილეთები – 600 დოლარი, საჭმელები – 150 დოლარი, განქორწინების ადვოკატი – 50,000 დოლარი…“, „ხვალ ადამიანური რესურსების განყოფილება ხუმრობის ხასიათზე არ იქნება“, „Coldplay-ს კონცერტზე ჩემი ქმარი რომ დავინახო, როგორ ეხუტება საყვარელს, მაშინვე ფსიქიატრიულ კლინიკაში გამგზავნიან“, „რა უაზრო გზაა ღალატის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად“.

ამასობაში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაირონის მეუღლემ უკვე დაუკავშირდა განქორწინების ადვოკატს და სოციალურ ქსელში გვარი ქალიშვილობის გვარით შეცვალა.

წყარო : Mshoblebi.ge

Leave a Comment