“ბავშვებს ხშირად გადაავლეთ გრილი დუში… თავი შეიკავეთ 11:00-დან 19:00 საათამდე გარეთ ყოფნისგან!” – როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან: პედიატრის რჩევები

“ბავშვებს ხშირად გადაავლეთ გრილი დუში… თავი შეიკავეთ 11:00-დან 19:00 საათამდე გარეთ ყოფნისგან!” – როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან: პედიატრის რჩევები

პე­დი­ატ­რი ლალი ჯა­ნა­შია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავს. მე­დი­კო­სი გან­სა­კუთ­რე­ბით აფრ­თხი­ლებს მო­ხუ­ცებს, ბავ­შვებს და გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს.

მისი თქმით, გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ვე­რი­დოთ პირ­და­პი­რი მზის სხი­ვებს, გან­სა­კუთ­რე­ბით 11:00 სა­ა­თი­დან, 19:00 სა­ა­თამ­დე.
“მო­გე­სალ­მე­ბით და მინ­და რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა მოგ­ცეთ გა­რე­მო­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ზე­გავ­ლე­ნის პრე­ვენ­ცი­ის და გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით!

გარ­და­უ­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და თავი შე­ი­კა­ვეთ 11:00 სა­ა­თი­დან 19:00 სა­ა­თამ­დე გა­რეთ ყოფ­ნის­გან!

არ და­უშ­ვათ პა­ტა­რე­ბის და­ხუ­რულ სივ­რცე­ში და­ტო­ვე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ავ­ტო­მო­ბილ­ში, რო­მელ­შიც ტემ­პე­რა­ტუ­რა სწრა­ფად აღ­წევს 17-დან 49° C მდე!

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ 1 წლის ასა­კამ­დე ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მელ­თა თერ­მო­რე­გუ­ლა­ცი­ის ცენ­ტრი უმ­წი­ფა­რია და პირ­და­პირ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შია სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­რე­მოს ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან! ხში­რად გა­და­ავ­ლეთ გრი­ლი დუში, რად­გან ოფ­ლის ჭარბ გა­მო­ყო­ფას ახ­ლავს კა­ნის პა­სუ­ხი ე.წ. ნა­ოფ­ლის გა­მო­ნა­ყა­რის სა­ხით, რო­მელ­საც ქა­ვი­ლი და დის­კომ­ფორ­ტი ახ­ლავს!

ჩა­აც­ვით ბავ­შვებს გრი­ლი, ფარ­თო და თხე­ლი სა­მო­სი, დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის­გან!
მი­ე­ცით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­ე­ბი, ელექტრო­ლი­ტე­ბით მდი­და­რი მზა და მარ­ტი­ვად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ხსნა­რე­ბი!
შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უზ­რუნ­ველ­ყა­ვით მო­ხუ­ცე­ბის და ბავ­შვე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი სა­ვენ­ტი­ლა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით!
გა­რეთ არ უნდა იყ­ვნენ:

მცი­რე ასა­კის და ხან­დაზ­მუ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბი!
გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის, ფილ­ტვის უკ­მა­რი­სო­ბის მქო­ნე და ასე­ვე ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი!
ყვე­ლა­ზე მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი:

გა­და­ხუ­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი კუნ­თე­ბის სპაზ­მი (კრუნ­ჩხვა)!
სით­ბუ­რი გა­მო­ფიტ­ვა!
სით­ბუ­რი გა­და­ხუ­რე­ბა (ყვე­ლა­ზე მძი­მე გარ­თუ­ლე­ბა)
არ შე­ი­ძი­ნოთ ბურ­ღუ­ლე­უ­ლი და მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტე­ბი ღია სივ­რცე­ებ­ში, რო­მელ­შიც არ არის კონ­დი­ცი­რე­ბის და ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მა! მა­ცი­ვარ­ში ულუ­ფე­ბად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი შე­ი­ნა­ხეთ! და­უშ­ვე­ბე­ლია გა­ყი­ნუ­ლი პრო­დუქ­ტის გალ­ღო­ბის შემ­დეგ დარ­ჩე­ნი­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის სა­ყი­ნუ­ლე­ში ჩაბ­რუ­ნე­ბა!

თუ თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი დიდ­ხანს დარ­ჩა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე და აღე­ნიშ­ნე­ბა ძლი­ე­რი სი­სუს­ტე, თა­ვის და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, ცხე­ლე­ბა, წნე­ვის და­ბა­ლი ციფ­რე­ბი, ან ცხე­ლე­ბა, რო­მელ­საც არ ახ­ლავს კა­ტა­რა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, გა­და­იყ­ვა­ნეთ გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

სიფრ­თხი­ლის­კენ მო­წო­დე­ბას­თან ერ­თად ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!“ – წერს პე­დი­ატ­რი.

წყარო : Ambebi.ge

Leave a Comment