“გული მეგლიჯება, ეს რა საშინელი ამბავია” – ახალგაზრდა ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა

“გული მეგლიჯება, ეს რა საშინელი ამბავია” – ახალგაზრდა ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა

ქართველი მეზღვაური აჩი უსტიაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მეზღვაურის ახლობლები ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ:

„სიტყვები უძლურია, უდიდესი ტკივილი ხარ. ვუსამძიმრებ მის ოჯახის წევრებს“. „ჩემი აჩი!!! ჩემი ოქროს ბიჭი! მზე რომ ანათებს მრცხვენია, ვბრაზობ. გული გამეგლიჯა. მიყვარხარ ძალიან, ძალიან“. „აჩი, ვერ ვიჯერებ შენზე წარსულში საუბარი რომ მიწევს. ძალიან კარგი კლასელი და მეგობარი იყავი. მთელი ცხოვრება მემახსოვრება ჩვენი კლასელობა და ერთად გატარებული სკოლის დღეები“, – წერენ სოციალურ ქსელში.

Leave a Comment