კლინიკა „ვივა მედის“დირექტორი, ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
ნინო ნადირაძე ეხმაურება 31 ივლისს, „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წარდგენის დროს ჟურნალისტებთან მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებას და ამ ფაქტის ამსახველ ვიდეოს, რომელსაც სოციალურ ქსელში მოქალაქეების მხირდან სხვადასხვა სახის კომენტარები მოჰყვა.
„ხალხო, უფრო უარესი ფოტოებიც მაქვს ბევრად, ასე თუ გაბედნიერებთ, მოგცემთ. ანუ სიელმე და ნაკლი ლიბერალურ ბაბლში მიუღებელია? არ მაქვს უფლება, ვიყო შეუხედავი და ნაკლოვანი? რომ ვამბობ, ბოლშევიკები ხართ და ფაშისტები-მეთქი, ნუ გიკვირთ მერე. თქვენი ბულინგი რომ ყოველ ჯერზე მაძლიერებს, ხომ უნდა ხვდებოდეთ ამდენს, მაგრამ უნიჭოები ხართ“, – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.
Post Views: 924