შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა აბიტურიენტებისათვის ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების პირველად შედეგები გამოაქვეყნა.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
kvirispalitra.geგაგაცნობთ ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ გური ბოჭორიშვილს, რომელმაც სამივე საგანში: ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში მაქსიმალური ქულები აიღო.
– გური, გილოცავ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას. გაგვიზიარე შენი ემოციები და განცდები … როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ასეთი შედეგები?
– ძალიან გაგვიხარდა ყველას. ბებიასთან ერთად ვიყავი, როცა ქულები ვნახე. სამივე საგანში მაქსიმალური ქულის აღება წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ღმერთის წყალობისა და მასწავლებლების დამსახურებაა, რომლებიც საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციებს მაძლევდნენ. მასწავლებლებთან დავდიოდი, იმიტირებულ ეროვნულ გამოცდებზე გავდიოდი და უკვე მიჩვეული ვიყავი საგამოცდო პროცესს. ვაკვირდებოდი ჩემს თავს, რა უნდა გამომესწორებინა. გამოცდებზე გასვლის შემდეგ მოლოდინი მქონდა, რომ კარგი ქულები მელოდა. ქართულზე და მათემატიკაზე მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო, რომ ქულები არ დაკარგო, დეტალებზე უნდა კონცენტრირდე. შესაძლოა იცოდე პასუხი, მაგრამ რაღაცას საკმარისი ყურადღება არ დაუთმო და ამან შეგიშალოს ხელი.
ლიზი ჯობავა 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აბიტურიენტია. მან სკოლა “ქართული სასწავლებელი” დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას თავისუფალ უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაზე აპირებს. ლიზიმ სამივე საგანში მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა – ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60 ქულა, გერმანულ ენაში 70-დან 70 ქულა, მათემატიკაში კი 51-დან 51 ქულის მიღება შეძლო.
- ლიზი ამბობს, რომ მაქსიმალური შედეგის მიღწევა მრავალწლიანი შრომითა და მონდომებით შეძლო. მან სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა და ახლა რამდენიმე რჩევას მომავალ აბიტურიენტებს უზიარებს:
– პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. ისინი დიდ მოტივაციას მაძლევდნენ. ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩამებარებინა და ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე.
მათემატიკაში სისტემატურ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბევრს ვმეცადინეობდი და გასული წლების ტესტებსაც ვაკეთებდი. ამ საგანში თუნდაც ერთი გაკვეთილის გაცდენამაც კი შეიძლება, პრობლემა შექმნას. ამიტომ, ყოველთვის მაქსიმალურად ვშრომობდი.
– მათემატიკის ტესტზე წელს ბევრმა აბიტურიენტმა აღნიშნა, რომ რთული იყო და სკოლის პროგრამას არ შეესაბამებოდა. თქვენ როგორ შეაფასებთ ტესტის სირთულეს?
– ვფიქრობ, ტესტი საკმაოდ რთული იყო. თუმცა, არა დაუძლეველი. შესაძლოა, ტესტური ნაწილი, წინა წლებთან შედარებით, უფრო რთულად აღექვათ და ამაში მეც ვეთანხმები. მაგრამ, საბოლოო ჯამში, არ ვფიქრობ, რომ სასკოლო პროგრამასთან შეუსაბამო იყო….წაიკითხეთ სრულად