“მათ ცოლებთან ნიცასაც კარგი ურთიერთობა აქვს” – ფრანგული პრესა ასახელებს პსჟ-ს 3 ფეხბურთელს, ვისთანაც კვარაცხელია ყველაზე მეტად მეგობრობს

“მათ ცოლებთან ნიცასაც კარგი ურთიერთობა აქვს” – ფრანგული პრესა ასახელებს პსჟ-ს 3 ფეხბურთელს, ვისთანაც კვარაცხელია ყველაზე მეტად მეგობრობს

ერთ-ერთი პარიზული გვერდი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და ამბობს, რომ ქართველი გუნდში ყველასთან კარგადაა, თუმცა 3 ფეხბურთელთან განსაკუთრებულად მეგობრობს.

“კვარა თავმდაბალი და კარგი ბიჭია. მას გუნდში ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა განსაკუთრებით : მატვეი საფონოვთან, ფაბიან რუისთან და ლუკას ერნანდესთან მეგობრობს. პსჟ დონარუმამ დატოვა, რომელიც ასევე ხვიჩასთან ძალიან ახლოს იყო.

აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელების ცოლებთან ნიცა თავაძესაც კარგი ურთიერთობა აქვს და ხშირად ხვდებიან მეგობრები ერთმანეთს” – წერს გვერდი.

Leave a Comment