„კარგი იქნება, სცადონ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ“ – ქეთო თოფურიძე პასუხობს, როგორ უმკლავდება მასზე გავრცელებულ ჭორებს

„კარგი იქნება, სცადონ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ“ – ქეთო თოფურიძე პასუხობს, როგორ უმკლავდება მასზე გავრცელებულ ჭორებს

ეკა კახიანის უმცროსი შვილი, ქეთო თოფურიძე, რომელიც დედასთან და დებთან ერთად საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება, ამჟამად ოჯახის წევრებთან ერთად ესპანეთის კურორტ მარბელაზე ისვენებს.

ქეთო თოფურიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობს და საკუთარ გამომწერებს ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ის „ინსტაგრამის“ სთორიში გამომწერების შეკითხვებს პასუხობს.

როგორც ქეთო თოფურიძე კითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, ის ამ ეტაპზე დუბაიში ცხოვრობს.

„ზაფხულში ამინდის გარდა ყველაფერი ძალიან მომწონს [დუბაიში]. ცხოვრების ხარისხი, უსაფრთხო გარემო, სისუფთავე და რაც მთავარია, უსაზღვრო შესაძლებლობები. მთავარია მონდომება და აქ ყველაფერი შესაძლებელია“, – წერს ქეთო თოფურიძე.

ქეთო თოფურიძე ასევე პასუხობს შეკითხვას, თუ როგორ უმკლავდება მასზე გავრცელებულ ჭორებს:

„კარგი იქნება, სცადონ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ, აღმოჩნდება, რომ ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე სხვების კრიტიკა“, – აღნიშნავს ქეთო თოფურიძე.

Leave a Comment