2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ვერ გადალახვის თაობაზე ინფორმაცია უკვე ცნობილია.
აღსანიშნავია, რომ ჩაჭრის თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობაა უმეტესად საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში.
მათ შორის მათემატიკაში, გასულ წელთან შედარებით, წელს აბიტურიენტების მეტი რაოდენობა ჩაიჭრა (დაახლოებით 4%-ით მეტი).
EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ აბიტურიენტების გამოცდაზე ჩაჭრის მაჩვენებლებს საგნების მიხედვით:
ქართული ენა და ლიტერატურა – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15 -ზე. ეს ქულა ვერ მიიღო და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 2.76 % -მა.
ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 24 -ზე. ეს ქულა ვერ მიიღო და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15.03 % -მა.
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 24 -ზე. ეს ქულა ვერ მიიღო და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 23.21 % -მა.
ინგლისური ენა – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 14 -ზე. ეს ქულა ვერ მიიღო და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 4.32 % -მა.
რუსული ენა – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 14 -ზე. ეს ქულა ვერ მიიღო და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 7.48 % -მა.
გერმანული ენა – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 14 -ზე. ეს ქულა ვერ მიიღო და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 5.61 % -მა.
ფრანგული ენა – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 14 -ზე. ეს ქულა ვერ მიიღო და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 0% -მა.
მათემატიკა – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 10.2 -ზე. ეს ქულა ვერ მოიპოვა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15.83 % -მა.
ისტორია – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15 -ზე. ეს ქულა ვერ მიიღო და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 1.81 % -მა.
გეოგრაფია – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 14.75 -ზე. ეს ქულა ვერ მიიღო და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 17.88 % -მა.
ბიოლოგია – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 17.5 -ზე. ეს ქულა ვერ მიიღო და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15.09 % -მა.
ქიმია – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15.75 -ზე. ეს ქულა ვერ მიიღო და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 17.66% -მა.
ფიზიკა – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15.75 -ზე. ეს ქულა ვერ მიიღო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 27.27% -მა.
ლიტერატურა – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 17.5 -ზე. ეს ქულა ვერ მიიღო და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 1.13 % -მა.
ხელოვნება – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 17.5 -ზე. ეს ქულა ვერ მიიღო და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 5.11 % -მა.
სამოქალაქო განათლება – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15 -ზე. ეს ქულა ვერ მიიღო და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 17.81 % -მა.
ოსური ენა – სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15 -ზე. ეს ქულა ვერ მიიღო და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 0% -მა.