ბორჯომში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავარია გასულ ღამეს მოხდა. არსებული ცნობითვე, ერთმანეთს ტოიოტას მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.
როგორც ადგილობრივ მედიასთან თვითმხილველები ჰყვებიან, მსუბუქ ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის შემდეგ, სამი დაშავებული ბორჯომის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო სლაიდზე: „სამხრეთის კარიბჭე“
Post Views: 897