infoimereti.ge – ისცნობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 29 წლის ბიჭი დაიღუპა.
გამოცემა წერს, რომ ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მცხოვრები თაზო შალიკაშვილი გარდაიცვალა.
“იშვიათად წესიერი, პატიოსანი და კარგი ადამიანი იყო. გლოვობს გეგუთი, გლოვობს იმერეთი”, – ამბობს ახლობელი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Post Views: 348