ტურისტული კომპანიის „მომთაბარე“ დამფუძნებელი სოფო მარგველაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც სამძიმრის პოსტიდან ვიგებთ, გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა იყო:
„მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა სოფო მარგველაშვილი – ახალგაზრდა, ენერგიული და მიზანდასახული ადამიანი, ტურისტული კომპანია „მომთაბარეს“ დამფუძნებელი, რომელიც დიდ წვლილს დებდა საჩხერის ტურიზმის განვითარებასა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერაში. სოფო იყო ადამიანი, რომელიც სიყვარულითა და შემოქმედებითი ენერგიით ცდილობდა, საკუთარი ქალაქი და რეგიონი გაეცნო ფართო საზოგადოებისთვის. მისი ნაადრევი წასვლა დიდი დანაკლისია როგორც მისი ოჯახის, ისე მთელი საზოგადოებისათვის. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება უსამძიმრებს სოფოს ოჯახს, მეგობრებსა და თანამშრომლებს!“, – წერია სამძიმრის წერილში.