“ველოსიპედიდან გადმოვარდა და…” – ლუის ენრიკეს შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

“ველოსიპედიდან გადმოვარდა და…” – ლუის ენრიკეს შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ოპერაცია ჩაუტარდება. ფრანგულმა გრანდმა სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ესპანელი სპეციალისტი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ინციდენტი მოუვიდა.

„პარასკევს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა და მოტეხილ ლავიწის ძვალზე ოპერაცია ჩაუტარდება. კლუბი მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. დამატებითი ინფორმაცია დროთა განმავლობაში გასაჯაროვდება.“

Leave a Comment