“ქვეყანაში, სადაც 383 566 ადამიანი ებრძვის სიმსივნეს–კიბოს. ქვეყანაში, სადაც ბოლო 4 წელში 78%–ით არის გაზრდილი დაავადებული ადამიანების რიცხვი, ავადმყოფები ხართ, მანიაკები, უჯიშოები და უსულოები,” – წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი ქარსელაძე, აქციის მონაწილის მხრიდან ბექა ოდიშარიას მისამართით ნათქვამ სიტყვებზე.
“როგორ ბედავთ ამ სიტყვების წარმოთქმაას? ვინ მოგცათ ამის უფლება?!! თქვენ ყველა ონკო პაციენტს მიაყენეთ შეურაცხჰყოფა!!! ყველას!!!!!! არ გაგივლიათ ეს გზა, არ იცით რას ნიშნავს ებრძოლო სიკვდილს!!! არ იცით ყოველი წამის და წუთის ფასი, მაშინ როდესაც შენს თვალწინ საყვარელი ადამიანები მარცხდებიან!!! ყოველი დილა, რომ საჩუქარია და მხოლოდ ამას ნატრობ ასე გაგრძელდეს კიდევ ბევრი წელი.
არავის ვუსურვებ ამ გზის გავლას!!! მაგრამ თქვენი უჯიშობა ყველა ზღვარს გასცდა!!!! ღმერთო გთხოვ, ყველა ონკო პაციენტი გამოაჯანმრთელე!” – წერს ნინი ქარსელაძე.