ძალიან განიცადა, კარიერაში პირველად მიიღო წითელი ბარათი – რატომ გააძევეს მოედნიდან დორტმუნდის წინააღმდეგ ბუდუ ზივზივაძე ?

ძალიან განიცადა, კარიერაში პირველად მიიღო წითელი ბარათი – რატომ გააძევეს მოედნიდან დორტმუნდის წინააღმდეგ ბუდუ ზივზივაძე ?

ბუნდესლიგის მესამე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „დორტმუნდთან“ 0:2 დამარცხდა.

22-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სტუმართა ნახევარმცველ ფელიქს ნმეჩას ბურთზე ბრძოლაში უნებურად ეუხეშა და გააძევეს, რის შემდეგაც „ბორუსიამ“ პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანა და 2:0 გაიმარჯვა.

ზივზივაძემ კარიერაში წითელი ბარათი პირველად მიიღო.

„ჰაიდენჰაიმი“ ისევ უქულოდაა და 20 სექტემბერს გასვლაზე „ჰამბურგს“ შეხვდება.

Leave a Comment