„დარჩება ტკბილ მოგონებად ეს ჩვენი ისტორია…“ – ქეთი ეგიდუნაშვილი

„დარჩება ტკბილ მოგონებად ეს ჩვენი ისტორია…“ – ქეთი ეგიდუნაშვილი

ქართულ საზოგადოებაში და განსაკუთრებით „ტიკ-ტოკ“ პლატფორმაზე, ყველამ იცის ქართველი ქალის, ქეთი ეგიდუნაშვილის შესახებ. ის ცნობილია, როგორც სიმღერების მოყვარული ადამიანი. მას უკავშირდებიან და სთხოვენ სიმღერას, შესრულებაში კი ჰონორარსაც ურიცხავენ. მის ვიდეოებს, მილიონობით ნახვა აქვს.

ქეთი, რამდენიმე თვის წინ გათხოვდა და მის მიმართ ინტერესი, ქმართან, უჩასთან ერთად კიდევ უფრო გაიზარდა.

„გავბედნიერდი ძალიან მაგარ ადამიანთან, ნიჭიერ ოჯახში. გავიცანი როგორც ძმა და მეგობარი, მაგრამ ვეღარ დამალა თავისი გრძნობები. მე ვერ ვთანხმდებოდი ჩემი შვილის გამო. ვუყვარდი და გააკეთა თავისი გასაკეთებელი, აღარ მიშვებს, კაცურად გააკეთა თავისი გასაკეთებელი…“ – ამბობდა ქეთი ეგიდუნაშვილი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოცქსელის პოპულარული წყვილი დაშორდა. ამას თავად ქეთი საკუთარ FACEBOOK გამომწერებს უზიარებს და წერს: 

„დარჩება ტკბილ მოგონებად ეს ჩვენი ისტორია. უჩიი მაპატიე მე ხომ ყველაფერი შენთვის მინდოდა და შენ სასიკეთოდ“,- წერს ქეთი და კადრებს აქვეყნებს. 

Leave a Comment