ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე სოციალურ ქსელში 64 წლის ბებიის პიკანტურ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ იგი დაქორწინდა. გარდა ამისა, ახლახან აიღო მართვის მოწმობა, დადის ფიტნეს დარბაზში, აუზზე და მხოლოდ იმაზე დარდობს, რომელ სალონში აკეთებენ კარგად ბოტოქსს, წარბებს და თმებს:
„ესაა ბებიაჩემი, რომელიც დაქორწინდა 64 წლის ასაკში და გადაიხადა თეთრ კაბიანი ქორწილი. 66 წლის ასაკში აიღო მართვის მოწმობა, დადის ფიტნეს დარბაზში და კარგ ამინდებში დარბის პარკში, დადის აუზზე, ჰყავს გერმანული, მაღალი კლასის, ველოსიპედი, იკვებება ჯანსაღად და დარდობს იმაზე, თმებს, წარბებს თუ ბოტოქსს რომელ სალონში უკეთ აკეთებენ. ამბობს, ადამიანი მაშინ ბერდება, როცა აღარ მოძრაობსო და არ მოძრაობენ მარტო მკვდრები“, – წერს გიორგი ჩოგოვაძე.
ჩემნაირი ბებო ვის ჰყავს? – წერს ასევე გიორგი ფოტოს კომენტარში და ბებიის ფოტოს აქვეყნებს.
