საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთმანეთს მარსელი და პარი სენ-ჟერმენი დაუპირისპირდნენ.
მარსელმა პსჟ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.
შეუცვლელად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ქართველმა შემტვემა ანალიტიკური გამოცემა Sofascore-სგან 10-დან 6.6 ქულა მიიღო. პსჟ-ს რიგებში საუკეთესო შეფასება ვიტინიას ჰქონდა – 7.6 ქულა.
ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მარსელის მეკარე გახდა, მან რთული ბურთები მოიგერია და 8.2 ქულაც დაიმსახურა.
Post Views: 804