Geo Team სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ რომ ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის დაჯილდოვებას ვერ დაესწრება.
“დღე, რომელსაც ყველა ველოდებოდით… ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე, გადადებული მატჩის გამო არ შედგება…
ყველას სიამაყით გვსურდა გვენახა კადრები, ხვიჩა მეუღლესთან ერთად წითელ ხალიჩაზე… პსჟ-ს ფეხბურთელები, რომლებიც მარსელთან მატჩის განაცხადში არიან, ოქროს ბურთის ცერემონიას ვერ დაესწრებიან.
2 დღის წინ შევიტყვე, რომ ხვიჩასთან ერთად ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მივდიოდი… იმ ღამით დაძინებაც გამიჭირდა, კვირას პარიზში ჩავფრინდებოდი, ორშაბათს კი ამ ისტორიულ მომენტს კადრებად აღვბეჭდავდი.
გასულ წელს, როცა მამარდას ოქროს ბურთზე მოვამზადე ვლოგი, კადრები, უამრავი ემოციები გამოიწვია… მაშინ მამარდა დამეხმარა ოცნების ასრულებაში, წელს ჩემს ოცნებებს ხვიჩა ასრულებდა…
საბოლოოდ, GEO TEAM ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე, წელს არ შედგება… თუმცა დარწმუნებული ვარ, ხვიჩას მთავარი გამარჯვებები წინ ელოდება და ის არაერთხელ მოხვდება მთავარ საფეხბურთო ცერემონიაზე, უამრავი პრიზებით.
დღეს კი, ვგულშემატკივრობთ ხვიჩას მარსელის წინააღმდეგ”