“რაც შეეხება ჩემს პირადს, ურთულეს, ჯოჯოხეთურ გზას გავდივარ მარტის მერე” – თამო ვაშალომიძე მიმართვას ავრცელებს

“რაც შეეხება ჩემს პირადს, ურთულეს, ჯოჯოხეთურ გზას გავდივარ მარტის მერე” – თამო ვაშალომიძე მიმართვას ავრცელებს

ყოფილი მოდელი და TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე მილანის მოდის კვირეულზე იმყოფება.

დამღლელი დღის ბოლოს თამო ვაშალომიძე მორიგ სთორს აქვეყნებს და გამომწერებს თხოვნით მიმართავს:

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეები გველოდება. განსაკუთრებით 26 და 27 სექტემბერს. ჩემი უსაყვარლესი დიზაინერის ჩვენებაზე ვარ დაპატიჟებული. უბედნიერესი ვარ.

რაც შეეხება ჩემ პირადს, ისეთი რთული პერიოდი მაქვს, არც მინდა ვიფიქრო. ურთულეს, ჯოჯოხეთურ გზას გავდივარ მარტის მერე. ხანდახან მიკვირს ხოლმე, როგორ ვახერხებ ვიყო ისეთი, როგორსაც თქვენ სთორებში მხედავთ. როგორ ვახერხებ, რომ გავიღვიძო, ავდგე, ბავშვებთან ვითამაშო… ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და გთხოვთ, როცა ლაივში შემოვალ, არ მკითხოთ არაფერი პირადზე. ჩემთვის მტკივნეულია. გთხოვთ, მადლობელი ვიქნები“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.

Leave a Comment