წუხელ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მომხდარ უმძიმეს ავტოავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, გზიდან მდინარეში გადავარდა.
გარდაცვლილები არიან მზეო უმფრიანი და ლევანი ანსიანი. წყვილს ოთხი შვილი დარჩათ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ვიდეო: “ფორმულა”
Post Views: 1,934