რამდენიმე დღის წინ პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ახალი COVID შტამის, „Stratus-ის“ შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დღეს გამოქვეყნებული ფეისბუქ პოსტში, პროფესორი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციებით მიმართავს:
„1. ნიღბები დახურულ სივრცეებში
გამოიყენეთ მაღალი დაცვის ნიღაბი (FFP2/KN95) გადატვირთულ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და სხვა დახურულ სივრცეებში.
2. ხალხისგან დისტანცია
ეცადეთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინფექციების გავრცელება იზრდება.
3. ხშირი ხელების დაბანა
გამოიყენეთ საპონი ან ანტისეპტიკი – ვირუსი მარტივად გადადის ხელით შეხებით.
4. ვენტილაცია
რეგულარულად გაანიავეთ ოთახები.
5. სიმპტომების შემთხვევაში – იზოლაცია
ხმის ჩახლეჩა, ყელის ტკივილი, სიცხე, ხველა – დარჩით სახლში, რათა არ გადაავრცელოთ ვირუსი.
6. ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონენი
განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცავით – შეამცირეთ რისკიანი კონტაქტები“, – აღნიშნავს პროფესორი გიორგი ფხაკაძე.