“გზას უთმობდნენ მანქანას, როცა ეს უბედურება დატრიალდა… საშიში მონაკვეთია, ერთ მხარეს კლდეა, მეორე მხარეს გადასავარდნი” – სვანეთის ტრაგედიის დეტალები

“გზას უთმობდნენ მანქანას, როცა ეს უბედურება დატრიალდა… საშიში მონაკვეთია, ერთ მხარეს კლდეა, მეორე მხარეს გადასავარდნი” – სვანეთის ტრაგედიის დეტალები

მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა მეს­ტი­ა­ში, ჭუ­ბე­რის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მომ­ხდარ­მა ავ­ტო­ა­ვა­რი­ამ, რა­საც ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც ისი­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, გზი­დან მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.

  • გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან მზეო უმფრი­ა­ნი და ლე­ვა­ნი ან­სი­ა­ნი. წყვილს ოთხი არსრულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

ყვე­ლა გა­ნიც­დის მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სავ­სეა ტკი­ვი­ლი­ა­ნი სტა­ტუ­სე­ბით. ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან წყვილს, რო­მე­ლიც ყვე­ლას უყ­ვარ­და. ლე­ვან ან­სი­ა­ნი სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, ხოლო მზეო უმფრი­ა­ნი ჭუ­ბე­რის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის ექთა­ნი.

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ად­გე­ნენ. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. რო­გორც ირ­კვე­ვა, ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი ძა­ლი­ან ვიწ­როა და იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს იმ მო­ნაკ­ვეთ­ზე მათ შემ­ხვედ­რი ტრან­სპორ­ტი შეხ­ვდათ.

“მარ­ტო მეს­ტია კი არა, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გლო­ვობს ლე­ვანს და მზე­ოს. ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დი­აა მომ­ხდა­რი. რაც იყო აქამ­დე, ისე­თი გზა იყო, რაც მახ­სოვს სულ ასე­თი გზა არის მანდ. ვიწ­როა ის მო­ნაკ­ვე­თი და ორი მან­ქა­ნა ერ­თმა­ნეთს გვერდს ვერ აუვ­ლის. ერთი უნდა გა­ჩერ­დეს. რო­გორც ვი­ცით, ქალ­ბა­ტო­ნი იჯდა სა­ჭეს­თან, ორნი იყ­ვნენ მან­ქა­ნა­ში, ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლია და არა­ვინ იცის რა­ტომ დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია. სამ­წუ­ხა­როდ ვე­რა­ვინ ვერ იტყვის რე­ა­ლუ­რად, იქ რა მოხ­და. ის რომ იმ ად­გი­ლას იქ მათ მან­ქა­ნა შეხ­ვდა, ეს ცნო­ბი­ლია. შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი გზა არის ფი­ზი­კუ­რად სხვა ვერ გა­ივ­ლი­და, შეხ­ვდა მან­ქა­ნა და ამათ მო­უ­წი­ათ, ასე ვთქვათ უკა­ნა სვლით წას­ვლა.

მერე იქ რა მოხ­და, უკვე არა­ვინ იცის. წვი­მი­ა­ნი ღა­მეც იყო, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია აუ­ცი­ლებ­ლად. ზუს­ტად არ ვიცი, ხით დატ­ვირ­თუ­ლი მან­ქა­ნა მო­დი­ო­და თუ არა, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რად ორი პა­ტა­რა მან­ქა­ნაც კი ვერ აუვ­ლის გვერდს ერ­თმა­ნეთს. ანუ შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი გზა არის. ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში უწევს, რო­მე­ლი­ღა­ცას დათ­მო­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­უ­წი­ათ ამათ იმი­ტომ, რომ ის მან­ქა­ნა უკვე მი­სუ­ლი იყო იმ შე­ვიწ­რო­ე­ბულ გზამ­დე. რა ვერ გათ­ვა­ლა, რა ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, ეგ უკვე არა­ვინ იცის.

ავა­რი­ის შემ­დეგ მან­ქა­ნა ჯერ კი­დევ არ ჰქონ­და გა­ტა­ცე­ბუ­ლი წყალს, რომ ამო­იყ­ვა­ნეს და მძღო­ლის გვერ­დზე იჯდა ლე­ვა­ნი. ბევ­რი ვერ­სია არ­სე­ბობს. მა­მა­კა­ცი იმა­ვე დღეს ვი­პო­ვეთ, მზეო მე­ო­რე დღეს, მერე გად­მო­ვარ­და ეტყო­ბა მან­ქა­ნი­დან და გად­მო­ვას­ვე­ნეთ ორი­ვე. მარ­თლა დიდი სა­ცო­და­ო­ბაა, ოთხი ბავ­შვია დარ­ჩე­ნი­ლი მშობ­ლე­ბის გა­რე­შე, დიდი ხა­ნია არ გა­მი­გო­ნია ასე­თი დიდი ტრა­გე­დია, მთე­ლი ხე­ო­ბა კი არა, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გლო­ვობს და გა­ნიც­დის მომ­ხდარს. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი დავ­კარ­გეთ” – ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ამ­ბობს, რომ ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე ავა­რია პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის და არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა ამ გზებ­მა.

“ძა­ლი­ან სა­ში­ში გზაა, სა­გერ­გი­ლის ხი­დი­დან ჭუ­ბე­რის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა არის ახლა მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. ვინ მოთ­ვლის, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ამ გზა­ზე და­ღუ­პუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­დაც ავა­რია მოხ­და ის ად­გი­ლი ძა­ლი­ან ვიწ­როა, ერთ მხა­რეს კლდეა, მე­ო­რე მხა­რეს გა­და­სა­ვარ­დნია. ჩვენ ასე ვი­ცით, რომ ისი­ნი გზას უთ­მობ­დნენ ხე-ტყით დატ­ვირ­თულ მან­ქა­ნას. სწო­რედ მა­შინ დატ­რი­ალ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. მომ­დევ­ნო მო­ნაკ­ვე­თე­ბიც სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, ის მო­ნაკ­ვე­თი კი ძა­ლი­ან სა­ში­შია. სამ­წუ­ხა­როა რომ გზე­ბის­თვის არა­ვის სცა­ლია. დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რე­ბი მა­ინც გა­ა­კე­თონ, რომ მან­ქა­ნა შე­ა­ჩე­როს.

ჯე­ბი­რე­ბი იყო გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე ადრე და ახლა ისიც თით­ქმის ყველ­გან მოხ­სნი­ლია. მწა­რე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვართ. ლე­ვა­ნის ცხე­და­რი იმა­ვე დღეს იპო­ვეს. მან­ქა­ნა ძლივს ამო­იყ­ვა­ნეს მაშ­ვე­ლებ­მა, მან­ქა­ნა­ში იყო ლე­ვა­ნი. მარ­თლა თავ­გან­წირ­ვით ცდი­ლობ­დნენ მან­ქა­ნის ამოყ­ვა­ნას მაშ­ვე­ლე­ბი. ისე გა­უ­ჭირ­დათ კი­ნა­ღამ ამწე გა­დაბ­რუნ­და, რად­გან წყლის ნა­კა­დი ეჯა­ხე­ბო­და და ძლივს შეძ­ლეს ამოყ­ვა­ნა. მერე და­მა­ტე­ბით მაშ­ვე­ლე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნეს სხვა რა­ი­ო­ნე­ბი­და­ნაც. ყვე­ლა ეძებ­და მზე­ოს. უკვე იმას ნატ­რუ­ლობ­და ხალ­ხი, რომ ეპო­ვათ ცხე­და­რი. უნდა გე­ნა­ხათ ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­ჭე­ბი რო­გო­რი თავ­გან­წირ­ვით ეძებ­დნენ მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად მზე­ოს ცხე­დარს.

თით­ქმის ენ­გუ­რის შე­სარ­თა­ვამ­დე იყო ცხე­და­რი მი­ტა­ნი­ლი, 1 5 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, კაშ­ხა­ლი რომ გუბ­დე­ბა იმ ად­გი­ლას ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა იპო­ვეს და მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად ამო­იყ­ვა­ნეს. დაგ­ვიბ­რუნ­და ჩვე­ნი მზეო, მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი დავ­კარ­გეთ. ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლია და გლო­ვობს მთე­ლი მეს­ტია, ჭუ­ბე­რი, ეცე­რი.. მზეო ობ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და, სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო დედა რომ და­ე­ღუ­პა და უდე­დოდ გა­ი­ზარ­და. მერე შექ­მნა ლა­მა­ზი ოჯა­ხი და ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­დნენ, ზრდიდ­ნენ 4 შვილს, ახლა ყვე­ლას ძა­ლი­ან გვი­ჭირს რა­ი­მე სა­ნუ­გე­შე­ბე­ლი ვუ­თხრათ მზე­ოს მა­მას და ლე­ვა­ნის მშობ­ლებს. დიდი ტრა­გე­დი­აა. დიდი გლო­ვაა” – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი.

წყარო : Ambebi.ge

Leave a Comment