რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, კარდიოლოგი ვადიმ დანელია. სამწუხარო ინფორმაციას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კარდიოლოგი ვადიმ დანელია.
ბატონი ვადიმი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს საავადმყოფოს, როგორც მაღალი პროფესიონალიზმის, დიდი პასუხისმგებლობისა და ადამიანური სითბოს მქონე ექიმი.
მისი დაკარგვა მძიმე დანაკლისია ჩვენი კოლექტივისთვის, პაციენტებისთვის და მთელი საზოგადოებისათვის.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს სახელით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს” – ნათქვამია რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს სამძიმრის წერილში.
Post Views: 205