ზუგდიდელი ქალი იზა ფანცულაია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. იგი ნოემბერში 56 წლის გახდებოდა. მას სოციალურ ქსელში შემდეგი სიტყვებით ემშვიდობებიან.
„როგორი რთულია საყვარელი ადამიანის დაკარგვა და განშორება… აუტანელი ტკივილია, იზა როგორ მტკივა გული რატომ, ღმერთო. კიდევ უნდა ყოფილიყავი ჩვენთან ერთად, კიდევ ბევრი წლები უნდა გაგვეტარებინა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული. შევხვედრამდე.
უფალმა ნათელში ამყოფოს, იზო დეიდა, შენი ლამაზი სული. ძალიან დაგვწყვიტე გული. დაგვტოვა ჩემმა ზღვისფერთვალება პრინცესამ და წავიდა უფალთან!!! თქვენ კი დიდი სიყვარული გამოგიგზავნათ ყველას!“-წერს გარდაცვლილი ქალის შვილი.
იზა ფანცულაიას შესახებ სიუჟეტი გასულ წელს, „რუსთავი2“-ის ეტერში გავიდა…
Post Views: 322