მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.
The sportster-ის ინფორმაციით, მოპოვებული გამარჯვებით დვალიშვილი PPV-ს (pay-per-view, სამაუწყებლო გაყიდვებიდანაც მიღებული პროცენტული წილი) და ბონუსების ჩათვლით დაახლოებით 1.5 – 2.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ დვალიშვილის ჰონორარი მუდმივად იზრდება მისი გამარჯვებების სერიის, ტიტულის დაცვისა და მთავარ ორთაბრძოლებში მონაწილეობის გამო
Post Views: 785