ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი მადრიდის რეალს დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა.
გოლები :
მადრიდის რეალი – ვინისიუსი(2), მბაპე
ვილიარეალი – მიქაუტაძე
საქართველოს ნაკრების შემტევი მატჩში მეორე ტაიმის დასაწყისიდან ჩაერთო და შეძლო რომ სამეფო კლუბისთვის გოლი გაეტანა.
სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა მიქაუტაძეს 10 ქულიდან 7.5 ქულა დაუწერა, რაც ვილიარეალში სხვა ფეხბურთელებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუსი გახდა, რომელსაც 10 ქულა დაუწერეს.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში გოლი ტურინის “იუვენტუსსაც” გაუტანა.
Post Views: 394