Geo team ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლითაც ვიგებთ რომ ქართველმა ვარსკვლავმა ტრავმა მოირჩინა და საქართველოს ნაკრებს მოახლოებულ მატჩებში დაეხმარება.
“GEO TEAM-ის ინფორმაციით, ბოლო 2 გამოტოვებული მატჩს მიუხედავად, ჩვენი 7-იანი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ორშაბათს გამოცხადდება.
ამ მომენტამდე ფეხბურთელი აღდგენით ვარჯიშებს აგრძელებს, თუმცა ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში ვილი სანიოლისთვის პსჟ-ს ვარსკვლავი ხელმისაწვდომი იქნება.
ხვიჩასთვის საქართველოს ნაკრები ყოველთვის TOP პრიორიტეტი იყო და არის, ამიტომ მისი ნაკრებში არჩამოსვლის საკითხი დღის წესრიგში პსჟ-სთან არასდროს დამდგარა, კლუბში კარგად იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ხვიჩა კვარაცხელიასთვის საქართველოს ნაკრებში თამაში.” – წერია პოსტში.
Post Views: 226