ნათელმხილველი, პარაფსიქოლოგი ცირა კუპრაშვილი საქართველოს შესახებ ახალ წინასწარმეტყველებაზე საუბრობს. მისი თქმით, მალე დადგება ბრწყინვალე საუკუნე და საქართველო იქნება საუკეთესო ქვეყანა.
„საქართველოში დარჩებიან ქართველები და საქართველოში მალე დადგება ბრწყინვალე საუკუნე და იქნება საუკეთესო ქვეყანა, რომელსაც ჩვენ მოვესწრებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ემიგრანტებმა მოასწრონ სამშობლოში შემოსვლა, თუ ვერ მოასწრეს დარჩებიან და ვეღარ შემოვლენ საქართველოში, რადგან ჩაიკეტება საზღვრები. საქართველოს საზღვრები დაიკეტება და ვინც მოასწრებს შემოსვლას შემოვა. ჩვენ ახალ ერაში შევდივართ, ავდივართ ახალ ვიბრაციულ სიხშირეზე“, – ამბობს ცირა კუპრაშვილი. მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება საქართველოსთვის საუკეთესო გამოსავალია. „მე ვფიქრობ დღის წესრიგში პირველი პუნქტი უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობის მოლაპარაკება. პირველ რიგში რაც უნდა მოხდეს საქართველოში ეს არის რუსეთთან დალაგებული ურთიერთობა. რუსეთი არის მომავალი“,- ამბობს იგი. ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇