საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1%-ით განისაზღვრა.
სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში, წლიურად ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის იყო ატამი – 84.5%, ლიმონი – 82% და ქლიავი – 79%. რაც შეეხება გაიაფებულს, სამეულშია: პომიდორი 17%, მაცივარი 17% და თვითმფრინავით მგზავრობა 15%.
რაც შეეხება მომსახურებებს, წლიურად ყველაზე მეტად გაიზარდა საავადმყოფოს მომსახურებისა და ტელეფონის შეკეთების ფასი.
უფრო კონკრეტულად, “ბიზნესპრენიუსი” საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ გაძვირებული ტოპ-20 მომსახურების ჩამონათვალს:
- საავადმყოფოს მომსახურება – 27%
- მობილური ტელეფონის შეკეთება – 14%
- თერაპევტის კონსულტაცია – 13%…განაგრძეთ კითხვა