ტრაგედია დატრიალდა 4 ოქტომბერს თბილისში. ისანში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში სამი ადამიანი, დედა, მამა და შვილი გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების მიზეზი სიმაღლიდან ვარდნა იყო.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები სავარაუდოდ, რუსეთის ან უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებსაც კორპუსში ბინა ჰქონდათ ნაქირავები. ადგილობრივები ჰყვებიან, სიმაღლიდან ვარდნისას არცერთ მათგანს არ უყვირია.
AMBEBI.GE-მ ექსკლუზიურად ჩაწერა ადამიანი, რომელიც ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი მივიდა.
“გვიან ვიძინებ ხოლმე და იმ ღამით, დაახლოებით 3-ის 20 წუთი იქნებოდა, აბსოლუტურ სიჩუმეში ხმაურმა მიიქცია ჩემი ყურადღება, საშინელი ხმა იყო….
არანორმალური სისწრაფით ჩავედი ეზოში, მივედი ცხედრებთან, მეგონა, ცოცხლებს მივუსწრებდი.
კაცს პულსი ჰქონდა, მეგონა მომეჩვენა, რადგან 22-ე სართულიდან გადმოვარდნილი ადამიანი როგორ შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო.
მამაკაცი სასწრაფოს მოსვლამდე ცოცხალი იყო და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ვარდნის დროს ხმა არ გამიგია საერთოდ – არც კივილი, არც ღრიალი, არანაირი ხმა, რაღაც უსულო საგნების გადმოყრას ჰგავდა.
ამან დამაეჭვა, ადამიანებს ყრიდნენ, თუ ნივთებს. ეს პარკიც საეჭვოდ მომეჩვენა…” – განაგრძეთ კითხვა>>>