„დედამ არ იცის მამუკას გარდაცვალების შესახებ… პირველად მოვყვები, რაც მოხდა მის თავს და რაც დაგვმართეს…“ – თაკო ჩარკვიანი ძმის ტრაგედიის დეტალებზე ალაპარაკდა

„დედამ არ იცის მამუკას გარდაცვალების შესახებ… პირველად მოვყვები, რაც მოხდა მის თავს და რაც დაგვმართეს…“ – თაკო ჩარკვიანი ძმის ტრაგედიის დეტალებზე ალაპარაკდა

მიმდინარე წლის 21 აგვისტოს ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან ახლახან 40 დღე შესრულდა. მისი და, თაკო ჩარკვიანი ამ ტრაგედიის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ უამბობს და საკუთარ ემოციებს უზიარებს.

თაკო ჩარკვიანი:

„პირველად მოვყვები, რაც მოხდა მამუკას თავს და რაც დაგვმართეს. მას ფეხი რომ მოტყდა, ერთი ოპერაცია კარგად გაუკეთეს… მეორე ოპერაციის შემდეგ ამბობდა, რომ კოჭთან რკინა ერჭობოდა. გაიკეთა კიდევ ერთი ოპერაცია ერთ ცნობილ კლინიკაში, ძალიან კარგ ქირურგთან, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ოპერაციით დავიღუპეთ! აღმოჩნდა, რომ ბაუმანის ბაქტერია შეუყვანიათ აპარატით ოპერაციის დროს. ზუსტად იმავე პერიოდში დააინფიცირეს ასევე 15 წლის გოგონა. ის ახალგაზრდა იყო და როგორც ვიცი, რეაბილიტაცია მოხერხდა. მამუკა კი ისეთ ასაკში იყო, ვეღარ მოხერხდა რეაბილიტაცია. ბაუმანი არის უმძიმესი, მომაკვდინებელი ბაქტერია, რომელიც პნევმონიას და ათას უბედურებას იწვევს. ჩვენთან კი ვერ ხდება ამ ბაქტერიის მკურნალობა. აქ შესთავაზეს ფეხის მოკვეთა… ავსტრიაში ექიმი გვეხუმრა, კი მაგრამ, თავსაც ხომ არ მოაჭრიდნენო? პირ-ხახაში ჰქონდა უკვე ბაქტერია და ფეხის მოკვეთა რას უშველიდა? დავუკავშირდით ექიმ სოსო ნანობაშვილს, რომელმაც გერმანელ ქირურგთან ერთად თავად გააკეთა 4 მცირე და 4 დიდი ოპერაცია. წარმოგიდგენიათ, რა გადაიტანა მამუკამ?! 8 ოპერაციას მოჰყვა ეტლი და უამრავი რაოდენობის ანტიბიოტიკის მიღება. ამან გაანადგურა მამუკას ჯანმრთელობა და იმუნური სისტემა…

თქვენი დედა, ქალბატონი ირმა, როგორ არის, როგორ გადაიტანა ეს მძიმე ტრაგედია?

დედაჩემმა არ იცის მამუკას გარდაცვალების შესახებ. 90 წლისაა და გლაუკომით სრულიად დაბრმავდა. მძიმე ავადმყოფია, გულზეც ოპერაცია აქვს გაკეთებული. მოძღვრიდან დაწყებული, ყველამ გვითხრა, რომ არ გვეთქვა… მეკითხება ხოლმე, ამდენ ხანს რატომ არის კლინიკაშიო. ამ ამბავში ის გვშველის, რომ იცის, მამუკას როცა პარკინსონი უმძაფრდებოდა, ასეთ დროს ლაპარაკიც უჭირდა, ამიტომაც დედას არ უკვირს, რომ ვერ ელაპარაკება…“

Leave a Comment