„ჩემი დაქალის ქმარი ვნახე მანქანაში სხვასთან, გადავიღე ტელეფონით ვიდეო… იჩხუბეს, შერიგდნენ და მე ვიყავი მტერი…“ – ლანა მეტრეველი

„ჩემი დაქალის ქმარი ვნახე მანქანაში სხვასთან, გადავიღე ტელეფონით ვიდეო… იჩხუბეს, შერიგდნენ და მე ვიყავი მტერი…“ – ლანა მეტრეველი

ეტყოდით თუ არა ახლობელს ღალატის შესახებ? – ამ კითხვაზე პასუხად ინფლუენსერმა ლანა მეტრეველმა 12 წლის უკან მომხდარი ამბავი გაიხსენა. მისი თქმით, მეგობარს უთხრა, რომ ქმარი ღალატობდა, რის შემდეგაც წყვილმა ის მტრად შერაცხა. ინფლუენსერი ამბობს, რომ მსგავს რამეს აღარასდროს გაიმეორებს და ღალატის შესახებ არასდროს, არავის ეტყვის.

„ჩემი დაქალის ქმარი ვნახე მანქანაში სხვასთან, გადავიღე ტელეფონით ვიდეო… იჩხუბეს, შერიგდნენ და მე ვიყავი მტერი… არავითარ შემთხვევაში, არასდროს არ ვიტყვი… და მყავს და მისი ქმარიც რომ დავინახო, არ ვიტყვი. მე ვფიქრობ, ქალებმა ისედაც იციან, ღალატობენ თუ არა ქმრები…“, – ამბობს ლანა მეტრეველი „პრაიმშოუში“. 

ვრცლად, ვიდეო:

Leave a Comment