ოკუპირებულ გალში, 5 იანვარს ტრაგიკულად დაღუპული ხუთი ბავშვის მშობლები დაშორდნენ. ამ გადაწყვეტილების შესახებ, სოციალურ ქსელში, დაღუპული ბავშვების დედა, ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს.
როგორც ვიდეოში ახალგაზრდა ქალი საუბრობს, ვერ გადალახა ტრაგედიით გამოწვეული ტკივილი და მისთვის უმძიმესია ამ ვიდეომიმართვის ჩაწერა.
მისი თქმით, ამ უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ, ჰქონდა სურვილი ისევ გაეჩინა პატარა, მაგრამ მისი ტკივილი იმდენად დიდია, რომ არ შეძლო ამ ტკივილით დაეტანჯა ახალშობილი. ამის გამო მიიღო გადაწყვეტილება ქმარს გაშორდეს. რაც შეეხება თანხას, აპირებს რომ გადასცეს ოჯახს, ვისაც სურს პატარა ანგელოზი ჰყავდეს და ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.
ცნობისთვის, ტრაგედია სოფელ საბერიოში 2025 წლის 5 იანვარს დატრიალდა. ხანძარს 5 მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.