„ეს არის ჩემი პასუხი იმ ყველაფერზე, რაც ახლა გავიგე…“ – თამო ვაშალომიძე მიმართვას ავრცელებს

„ეს არის ჩემი პასუხი იმ ყველაფერზე, რაც ახლა გავიგე…“ – თამო ვაშალომიძე მიმართვას ავრცელებს

ფოტომოდელი და კოსმეტიკური ბრენდ TAMOSKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

თამო ამბობს, რომ აშანტაჟებენ და კომპანიის განადგურებით ემუქრებიან, თუმცა, მიმართვის ადრესატს არ აკონკრეტებს.

„ჩემი პოზიციის შესახებ უნდა გითხრათ – ვფიქრობ, ადრესატთან მივა. ამ თემას საბოლოოდ ვეხები და დიდ წერტილს ვსვამ. უბრალოდ, ჩემი პოზიცია უნდა იცოდეს, მტკიცედ, მკაფიოდ და ძლიერად. მე, შეიძლება არავინ მყავდეს, არც მთავრობაში, არც პოლიციაში, არსად მყავდეს არავინ და მხოლოდ ჩემი მეგობრები, გამომწერები მყავდეს, მაგრამ არ ვთვლი თავს სუსტ ადამიანად, არ ვთვლი გოგოდ თავს, რომელიც შეიძლება მუქარამ შეაშინოს. სულ ნულზე რომ დავრჩე, სულ რომ გამინადგურონ კომპანია და ყველაფერი წამართვან, არ მეშინია, რომ ნულიდან ავაშენო. აბსოლუტურად, არაფრის მეშინია. ჩემთან შანტაჟის გზით საუბარი, არის ყველაზე ცუდი მეთოდი.

არაფერს ვაკონკრეტებ, არავის ვეხები, არავისზე ვსაუბრობ, არც აქამდე, რამე თუ იყო, არავინ იცოდა. ვარ წყნარად, მშვიდად და განვაგრძობ ჩემ ცხოვრებას…

უბრალოდ, მინდა იცოდეთ, თქვენ, ადამიანებო, ვისაც ეხება ეს ვიდეო, მინდა, რომ კარგად შემომხედოთ, იცით და მიცნობთ, როგორი ადამიანი ვარ, როგორი კეთილი გული მაქვს, როგორ მიყვარს ცხოველები, ადამიანები, მაგრამ ისიც კარგად იცით, სულიერად როგორი ძლიერი ადამიანი ვარ… არარსებულია, ვინმემ დამაშანტაჟოს ჩემი კომპანიის განადგურებით, წერონ კომენტარები და დაიქირაონ ხალხი. რაც არ უნდა გააკეთოთ, იცოდეთ, რომ მე არ ვთამაშობ არანაირი ბინძური თამაშით, მე ვარ სუფთა ადამიანი. აქამდე ისე მოვედი, რომ არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ. მე მხოლოდ სიმართლის მხარეს ვარ. არავისი არც სახლ-კარი მინდა, არც მანქანა და არავისი არაფერი მჭირდება, არც მქონია ამისი ამბიცია. ჩემი კომპანიის განადგურება ასე ადვილი არ არის და თუ რაღაცით, ვიღაც გამინადგურებს, იცოდეთ, ნულიდან დავიწყებ. ახლა გამოვიპრანჭები და მივდივარ რობერტო კავალის საღამოზე, ეს არის ჩემი პასუხი იმ ყველაფერზე, რაც ახლა გავიგე, ასე რომ, წარმატებებს გისურვებთ ჩემ განადგურებაში“, – ამბობს თამო ვიდეო მიმართვაში.

Leave a Comment