11 წლის ნუცა ფრუიძე სოციალური ქსელის ვარსკვლავია – გოგონა პოპულარულ Facebook-ზე გამოქვეყნებული სახალისო ვიდეოების წყალობით გახდა. იგი ხშირად აქვეყნებს მხიარულ კადრებს და ძირითადად მასწავლებლის პაროდიის გაკეთებით არის დაკავებული. ამჯერად, ნუცა დედა სოციალურ ქსელში შვილის მორიგ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს და პასუხს სცემს კითხვაზე, თუ რატომ აღარ იღებს ნუცა ვიდეოებს:
„ნუცას პასუხი, რატომ აღარ იღებს ვიდეოებს🤣🤣 ნამდვილად ნუცას არჩევანია სადაც დადის, მე ვთხოვ, რაც უფრო მნიშვნელოვანია მისთვის იმ კუთხით განვითარდეს. არ თმობს არც ცეკვას, არც თეატრს, არც სიმღერას, არც გიტარას. მე უფრო ვარ მისი „მსხვერპლი ” ჩემი დრო და ფინანსები მისაკუთრებული აქვს“, – წერს ნუცას დედა.
„შემთხვევით გაპიარდა ჩვენი გოგო. ნუცა 11 წლისაა, ქუთაისის მე-3 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეა. არტისტული ბავშვია, მას ეს ხასიათში აქვს, ამ ვიდეოს გავრცელებამდეც ასეთი იყო. ის სულ რაღაცას ფიქრობს და დგამს, „კომედი შოუს” უყურებს. როგორც ჩანს, თათიას როლები მოსწონს. ერთი ვიდეო გადავიღეთ და მამიდას გავუგზავნეთ შვედეთში. მან დადო სოციალურ ქსელში, მერე გადავაზიარეთ ახლობლებმა . ტექსტს, შინაარსს, ყველაფერს თვითონ იგონებს. მე ძალიან დაკავებული ვარ და არც ვიცი, როდის იფიქრებს ამ ყველაფერს. სკოლაში მეორე ცვლაში სწავლობს, ცეკვაზე დადის და საღამოს გვიან ვხვდებით ერთმანეთს. სახლში როლში შესული მხვდება და დგამს წარმოდგენას. 5-ჯერ რომ ჩავწეროთ, ხუთივიჯერ სხვადასხვა ტექსტი აქვს. ჩემი მეუღლეც ძალიან არტისტულია, დედაჩემიც და ჩემი დაც, გენეტიკის დამსახურებაა, ჩვენი გოგო რომ ასეთია. სახლში ყოველთვის იუმორისტული ამბები ესმის და ალბათ, ამანაც იქონია გავლენა მასზე. ვინც იცნობს ჩემს მეუღლეს, ყველა აღნიშნავს, რომ ნუცა მას ძალიან ჰგავს” – ამბობდა ნუცას დედა ერთ-ერთ ინტერვიუში.