“ცოტა შემეშინდა, მადლობა ღმერთს ასე არ მოხდა” – ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა

“ცოტა შემეშინდა, მადლობა ღმერთს ასე არ მოხდა” – ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ლევერკუზენის ბაიერნის წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.

„ჩემპიონთა ლიგის ტიტულის შენარჩუნებამდე დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ვიცით, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. დღეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო. სწრაფი გოლი გავიტანეთ და მეტოქეს ყველა ასპექტში ვაჯობეთ.

ახლა ბაიერნზე არ ვფიქრობთ. ჩვენი ყველა თამაში ყველა მეტოქისთვის მესიჯია. საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულები და არა სხვა გუნდებზე. მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რადგან წინ რთული და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.

ჩემი გოლი? ვფიქრობ კარგი იყო, მაგრამ თავიდან ცოტა შემეშინდა. მეგონა ბურთი ცდებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს ასე არ მოხდა.“

წყარო : Crystalsport.ge

Leave a Comment