„როგორ მოაგვარო ცემინება, სურდო, ყელის ტკივილი უსწრაფესად? აი, ეს 2 რაღაცა დაგეხმარება…“ – ექიმი-ონკოლოგი, გიორგი ღოღობერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

„როგორ მოაგვარო ცემინება, სურდო, ყელის ტკივილი უსწრაფესად? აი, ეს 2 რაღაცა დაგეხმარება…“ – ექიმი-ონკოლოგი, გიორგი ღოღობერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

ექიმი-ონკოლოგი, გიორგი ღოღობერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ექიმი სურდოს, ცემინებისა და ყელის ტკივილის მოგვარების სწრაფ საშუალებაზე საუბრობს.

„ახლა ამ სეზონზე დაიწყება ჩივილები, „მაცემინებს, ყელი მტკივა, სურდო მაქვს“ – ამ დროს მიდიან ადამიანები აფთიაქში და ყიდულობენ პარაცეტამოლის შემცველ მედიკამენტებს, ჩაის და ასე შემდეგ.

მოდით გეტყვით, როდესაც შენ ცივდები, პარაცეტამოლისა და იბუპროფენის მიღებას მაგ პერიოდში არსებითი მნიშვნელობა მაინცდამაინც არ აქვს, რადგან მათი მიღებით შენ მხოლოდ დაავადების სიმსუბუქეს აღწევ, თორემ თავად დაავადების ხანგრძლივობა არ იცვლება.

თუ შენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება გაციება შეამცირო ხანგრძლივობაში და მესამედით შეამცირო გაციების სიმძიმე, 2 რაღაცაა, რაც შენ უნდა იცოდე.

პირველის შემთხვევაში საქმე ეხება მეტალს და მეორე – საქმე ეხება მჟავას.

მეტალი, რომელიც ამ დროს შენ გჭირდება ეს არის თუთია, მას საზოგადოება იცნობს ლათინური სახელით – ცინკი. დღეში 5 მილიგრამი თუთია დაგჭირდება.

რაც შეეხება C ვიტამინს ანუ ასკორბინის მჟავას დაგჭირდებათ 300 მილიგრამი დღეში. თუ ორივეს მიიღებ ერთად მე გაძლევ გარანტიას, რომ გაციების ხანგრძლივობა მესამედით შეგიმცირდება და დაავადების სიმსუბუქეც მესამედით დაიწევს.

დაავადების დასაწყისშივე, პირველივე დღეებში როგორც კი იგრძნობ ყელის ტკივილს, სურდოს, ცემინებას – მიიღეთ 5 მილიგრამი თუთია და 300 მილიგრამი C ვიტამინი, რომ შეგიმსუბუქდეთ ეს სიმპტომები.

კვლევების საფუძველზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუთიის მიღება სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებების დროს შეუძლია მესამედით შეამციროს დაავადების ხანგრძლივობა“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

Leave a Comment