„ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია“ – ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

„ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია“ – ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

აბაშაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ბაჩო ლასარეიშვილის შესახებ ოჯახის ახლობელი საუბრობს.

მისი თქმით, ბაჩო სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა, მისი მეუღლე კი ამ დრომდე საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის.

„ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია,“ — განაცხადა გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს აბაშაში მოხდა ავარია, სადაც ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

Leave a Comment