27 ოქტომბერს, რესტორან ქვევრის მეპატრონე და მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ბასლანძის გარდაცვალებას კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი გამოეხმაურა და მსმენელს, ლაშასთვის წლების წინ დაწერილი, არაჩვეულებრივი კომპოზიცია შეახსენა. სიმღერას ყველასათვის საყვარელი მომღერალი, ლაშა ბასლანძის მეუღლე სალომე ბაკურაძე ასრულებს.
„ლაშა ჩემი ბევრი წლის მეგობარი იყო, ყოველთვის გვერდით მედგა, ძალიან ჩამწყდა გული, ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც ლაშას მიუძღვნა” – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე და სიმღერის ვიდეოს გვიზიარებს.
არსებული ინფორმაციით, პროდიუსერი იტალიაში იმყოფებოდა, როგორც ცნობილია გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
Post Views: 4,832





