რესტორანი „ქვევრი“ ლაშა ბასლანძის კადრებს აქვეყნებს და პირობას დებს, რომ მის დაწყებულ საქმეს განაგრძობს.
„ყველაფერს ვიზამთ, რომ შენი ოცნება და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. გვიყვარხარ ლაშა, ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს შენი სული. „ქვევრი“ ნულიდან შექმნა ლაშა ბასლანძემ, გლოვობს მთელი საქართველო.
გლოვობს ყველა ის ადამიანი, ვინც გიცნობდა. იცით როგორი იყო ლაშა? თავისი ადამიანობით ჩვენი ცხოვრება შეცვალა!! ასეთი იყო – ყველა მიმტანს, დარაჯს, დაცვას, მენეჯერს ჩამოუვლიდა და ეკითხებოდა, რამე ხომ არ უჭირდათ, ყველასი იყო და ყველასთვის იყო“, – წერს „ქვევრის“ ადმინისტრაცია.
Post Views: 2,965




