„40 წლის კაცის სიკვდილი რანაირად გიხარიათ…ლევანი რომ ათრიეთ როკვით გაჩეჩილაძე პოლიტიკოსი იყო და ვეცადე ამ არაადამიანური ცინიზმისთვის ახსნა მომეძებნა“ – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ლაშა ბასლანძის გარდაცვალებაზე

სოციალურ ქსელში ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ, რომელიც საზოგადოებამ ყველის ექსპერტად გაიცნო სოციალურ ქსელში ლაშა ბასლანძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

„ლევანი რომ ათრიეთ როკვით და ძვლების რაკუნით გაჩეჩილაძე პოლიტიკოსი იყო და ვეცადე ამ არაადამიანური, უგვანი, მდაბიო ცინიზმისთვის რაღაც ახსნა მომეძებნა.40 წლის კაცის სიკვდილი რანაირად გიხარიათ?რას წერთ.სად დაიბადეთ.ვინ ხართ?მტერს,არ ვუსურვებ ბუმრანგის ძალას ..ღმერთი იყოს თქვენი მფარველიგარდაცვლილს არამცთუ არ ვიცნობ. მისი არსებობაც კი ახლა შევიტყვე.რას ჰგავხართ.რას დაემსგავსა ჩემი ხალხი“, – წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ მისმა მეგობარმა ამიკო ჯანელიძემ გაავრცელა. მოგვიანებით კი სამწუხარო ინფორმაცია დადასტურდა.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.

Leave a Comment