24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ლიკა კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მისი დედა, ლელა მაისურაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„მადლობელი ვარ კეთილი სურვილებისათვის, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, როგორც შვილის დედას, ასეთი ცრუ ინფორმაცია საიდან გაქვთ. დღე და ღამე ჩვენს შვილთან ვართ, ჩვენ არაფერი ვიცით და თქვენ საიდან გაქვთ ამდენი ცრუ ინფორმაცია?
უფალს ვთხოვ, რომ მართლა ეგრე იყოს. მე თვითონ დავწერ და გავახარებ სრულიად საქართველოს, რადგან ვხედავ, მესმის და ვგრძნობ, რომ ჩემი დიდი სატკივარი ყველა ქართველის სატკივარია,“ – წერს ლელა მაისურაძე.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მოხდა. დაშავებული ლიკა კუჭუხიძის მდგომარეობას საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება და მხარდაჭერა მოჰყვა.
შეგახსენებთ, ავტომობილში ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.




