64 წლის ასაკში მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ავრცელებს:

„♰ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს მისი მაღალყოვლადუსამღვდლოესობის მიტროპოლიტ სერაფიმე (ჯოჯუას) გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის სამწყსოს, ახლობლებსა და ნათესავებს.♰ ღმერთმა ცათა სასუფეველში დააწესოს სული ახლადგარდაცველებულისა მიტროპოლიტისა სერაფიმესი. ამინ!“, – წერია სამძიმრის წერილში.
Post Views: 1,445




