ილია თოფურიას მეორე ნახევარი, ჯორჯინა უზკატეგუი იუბილარია. შეგახსენებთ, რომ წყვილის გარშემო ბოლო პერიოდი უამრავი ჭორი გავრცელდა – როგორც ესპანური პრესა წერს, ილია და ჯორჯინა ერთმანეთს დაშორდნენ. არც ერთ მათგანს სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტოები აღარ უდევს.
ჯორჯინა აქვეყნებს დიდ სტატუსს საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით და წერს:
„უკვე 30 წრე მაქვს, რაც მზის გარშემო ვარ და როგორი ბედნიერი ვარ… ამ წელს მე ვეძახი: ღრმა განწმენდის წელს. შევისწავლე, რომ საქმის კარგად გაკეთების ჯილდო თავად ის არის, რომ შენ ხარ ის ადამიანი, ვინც საქმეებს კარგად აკეთებს. რომ სინათლე არანაირად არ უკავშირდება სიბნელეს, არც სიუხვე — სიღარიბეს. რომ მართალია, უნდა დათესო ყველაფერი კარგი, მაგრამ ასევე აუცილებელია ნახო, ნაყოფიერი თუ არის ის მიწა, სადაც თესავ. რომ ღვთიური სიყვარული ყველაფერს შვება, და მას მხოლოდ იმ სიყვარულს ვადარებ, რომელიც ჩემი ანგელოზის თვალებში ვგრძნობ — ჩემს გოგონად ქცეულს…
მადლობა ჩემს ოჯახს 30 წლის განმავლობაში მიცემული სიყვარულისთვის, უპირობო მხარდაჭერისთვის, აღზრდისა და შესაძლებლობებისთვის — და იმისთვის, რომ სამყაროს თვალები გამიხსნეს სიუხვითა და ფასეულობით სავსე ხედვით. ვიწყებთ ამ ახალ წელს ულამაზესი შეგრძნებით, უამრავი კურთხევით, ურყევი რწმენით და სიამაყით იმის გამო, ვინც ვიყავი, ვინც ვარ და ვინც ვიქნები“, – წერს ჯორჯინა.




