“მე იას ძალიან მეგობრულად ვექცეოდი. შენ არ მუშაობ-მეთქი და ვეხმარებოდი…  ტარიელ სუარი ახლა იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მე ვცხოვრობდი მანამდე. მას იამ გააყიდინა სახლი და პრაქტიკულად ქუჩაში დატოვა. ეგ ვენახში იყო, როცა მე რუსეთის საუკეთესო ქირურგი ვიყავი” – ია ფარულავასთან უთანხმოების შემდეგ ციცინო შურღაია დუმილს არღვევს

 “მე იას ძალიან მეგობრულად ვექცეოდი. შენ არ მუშაობ-მეთქი და ვეხმარებოდი…  ტარიელ სუარი ახლა იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მე ვცხოვრობდი მანამდე. მას იამ გააყიდინა სახლი და პრაქტიკულად ქუჩაში დატოვა. ეგ ვენახში იყო, როცა მე რუსეთის საუკეთესო ქირურგი ვიყავი” – ია ფარულავასთან უთანხმოების შემდეგ ციცინო შურღაია დუმილს არღვევს

საზოგადოებისთვის ცნობილი პლასტიკური ქირურგი და პროფესორი – ციცინო შურღაია რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში იმყოფება. ახლა თბილისში მუშაობს და მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხიდან, ისევ იღებს პაციენტებს. აკეთებს Space lifting-ს – სახის 3 D დაჭიმვას და ბლეფაროპლასტიკას (თვალის ქუთუთოს ტომრების ოპერაცია) და როგორც თავად ამბობს, ხუთჯერ ნაკლებ ფასად, ვიდრე მსოფლიოში წამყვანი პლასტიკური ქირურგები. ყვრიმალების გამოყვანა, ასაკის ათი წლით მოპარვა და გაახალგაზრდავებული იერი – აი, რისთვის ჩამოდიან მასთან.

მის ირგვლივ ბევრი ცნობილი სახე ტრიალებს. როგორც თავად ამბობს, მეგობრებთან ერთად, „მეგობრის“ ნიღბითაც, ზოგიც გათვლით, რომ ციცინო შურღაიასთან მეგობრობით, ლამაზი სიბერე გარანტირებული ჰქონდეს…

ია და ციცინო

ბოლო რამდენიმე წელია ახლო მეგობრების ამპლუაში ვხედავდით ია ფარულავასა და ციცინო შურღაიას; იყო საღამოები, გლამურული შეხვედრები, ელიტური ე.წ. “ტუსოვკები”… და ეს ყველაფერი სოციალურ ქსელებში, ყველას თვალწინ… თუმცა, გასულ ზაფხულს, გავრცელდა ხმები, რომ იას და ციცინოს დუეტი დაიშალა. მიზეზი საცხოვრებელი ბინების გაცვლა აღმოჩნდა.

ცნობილმა ქალბატონებმა, ახლო მეგობრებმა და მეზობლებმა, ერთმანეთის ბინები იყიდეს.

ციცინო შურღაია: – მე იას ძალიან მეგობრულად ვექცეოდი. შენ არ მუშაობ-მეთქი და ვეხმარებოდი. გულს და სულს ვდებდი მასთან ურთიერთობაში. ყველაფერს ვუკეთებდი, როგორც მეგობარს. მაგრამ თვითონ მოიქცა, როგორც ნაძირალა.

ხომ დაინახეთ, „ვანოს შოუში“ პირი ვერ გააღო ჩემზე სალაპარაკოდ. დამნაშავეა და ამიტომ.

ვინ არის ციცინოო, არა? მას სამი მილიონი ქართველი იცნობს. მე – მთელი მსოფლიო!

მაშინ როცა, ია ფარულავას საზოგადოების 99 პროცენტი უარყოფითად ახასიათებს, მე რატომ ვერ ვხედავდი მის ცუდ მხარეებს, ძალიან მიკვირს. რატომ ვერ ვხვდებოდი? მაგრამ რაღაც აქვს ამ ადამიანს დამაბრმავებელი. მეც ვცდებოდი…

დღეს მე ელიტა მილოცავს იმას, რომ კიდევ კარგი, საერთოდ ქუჩაში არ დარჩი და ყველაფერი არ წაგართვაო. ის ატყუებს ყველას. ტარიელ სუარი ახლა იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მე ვცხოვრობდი მანამდე. მას იამ გააყიდინა სახლი და პრაქტიკულად ქუჩაში დატოვა. ამიტომ ტარიელი ამბობს, რომ ის სახლი მას ეკუთვნის და იქ უნდა იცხოვროს, თვითონ ია, ახლა, ნაქირავებში ცხოვრობს.

რას ამბობდა ჩემზე, არ იცით? ციცინოს მე გავუკეთე რეკლამა და ამაში უნდა გადაეხადა ჩემთვის ფულიო. და როგორც მერე უთქვამს, ამაში „შემაწერა“ ფული. თურმე, ია ფარულავამ გამიკეთა რეკლამა! ეგ ვენახში იყო, როცა მე რუსეთის საუკეთესო ქირურგი ვიყავი. მე რომ ჩამოვთვალო, ვისთვის მაქვს ოპერაციები გაკეთებული, მაშინ მიხვდებით, მე ვინ ვარ და ია ვინ არის.

ეგ კაგებეშნიკიაო, უთქვამს ჩემზე, რაზეც ხალხი იცინოდა…

ნახეთ ვრცლად Zmna.ge-ზე

Leave a Comment