საკვებით მოწამვლა თუ? – სტამბოლში ტურისტები – დედა და მისი ორი შვილი დაიღუპნენ, დაკავებულია 11 პირი: რა დეტალებზე წერს მედია?

საკვებით მოწამვლა თუ? – სტამბოლში ტურისტები – დედა და მისი ორი შვილი დაიღუპნენ, დაკავებულია 11 პირი: რა დეტალებზე წერს მედია?

სტამ­ბოლ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­სუ­ლი ოჯა­ხის­თვის თურ­ქეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჰამ­ბურ­გი­დან ჩა­სუ­ლი ბო­ჯე­კე­ბის ოჯა­ხის 4 წევ­რი, 38 წლის მამა, 27 წლის დედა და მათი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მძი­მედ მო­ი­წამლნენ.

დედა და ბავ­შვე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. მამა კვლავ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბა, ექი­მე­ბი მის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლო­ბენ.

  • ბო­ჯე­კე­ბის ოჯა­ხი, რო­მელ­საც თურ­ქუ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს, სტამ­ბოლ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად 9 ნო­ემ­ბერს ჩა­ვი­და. 27 წლის ჩიგ­დემ ბო­ჯე­კი, მისი მე­უღ­ლე სერ­ვე­ტი და შვი­ლე­ბი – 6 წლის კა­დი­რი და 3 წლის მა­სა­ლი – ქა­ლა­ქის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­თა და ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბით იყ­ვნენ გარ­თულ­ნი.

11 ნო­ემ­ბე­რი მათ­თვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა. ოჯახ­მა დღე სტამ­ბო­ლის პო­პუ­ლა­რულ ტუ­რის­ტულ რა­ი­ო­ნებ­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის ვა­რა­უ­დით, სა­ეჭ­ვო საკ­ვე­ბი მი­ირ­თვეს. მათ შო­რის მოხ­ვდა ქუ­ჩის დახ­ლებ­ზე ნა­ყი­დი ცივი, ფარ­ში­რე­ბუ­ლი მი­დი­ე­ბი, ასე­ვე ქათ­მის ტან­ტუ­ნი, ქო­ქო­რე­ჩი და სხვა კერ­ძე­ბი, რო­მე­ლიც ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მი­ირ­თვეს.

სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნა

12 ნო­ემ­ბერს გამ­თე­ნი­ი­სას, ფა­თი­ჰის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხის ოთხი­ვე წევ­რს ერ­თდრო­უ­ლად და­ე­წყო ძლი­ე­რი გუ­ლის­რე­ვა. ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ექი­მებ­მა გა­წე­რეს.

თუმ­ცა, მე­ო­რე ღა­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად დამ­ძიმ­და. დე­დამ, ჩიგ­დემ­მა, 3 წლის მა­სა­ლი უგო­ნოდ იპო­ვა. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა ისევ გა­მო­ი­ძა­ხეს, მაგ­რამ უკვე ძა­ლი­ან გვი­ა­ნი იყო.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ, 6 წლის კა­დი­რი და 3 წლის მა­სა­ლი მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვალ­ნენ. რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მყო­ფი დედა, 27 წლის ჩიგ­დემ ბო­ჯე­კიც და­ი­ღუ­პა. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა მხო­ლოდ 38 წლის მამა, სერ­ვე­ტი, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის.

გა­მო­ძი­ე­ბა და ვერ­სი­ე­ბი

სტამ­ბო­ლის მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 11 პირი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის არი­ან ქუ­ჩის მო­ვაჭ­რე­ე­ბი და რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ორ ძი­რი­თად ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბენ:

საკ­ვე­ბით მძი­მე მო­წამ­ვლა: აღე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­ეჭ­ვო საკ­ვე­ბის ნი­მუ­ში და მიმ­დი­ნა­რე­ობს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა, რათა დად­გინ­დეს, რა სა­ხის ტოქ­სინ­მა გა­მო­იწ­ვია ასე­თი მძი­მე შე­დე­გი.სას­ტუმ­როს დე­ზინ­ფექ­ცია: გა­მო­ძი­ე­ბამ სას­ტუმ­როც და­ლუ­ქა, რად­გან აღ­მოჩ­ნდა, რომ იქ ტრა­გე­დი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე ჩა­ტარ­და მავ­ნებ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დე­ზინ­ფექ­ცია, რა­მაც შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვია ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დაგ­რო­ვე­ბა.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი და ბა­ბუა სრულ სი­მარ­თლე­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის მკაც­რად დას­ჯას ითხო­ვენ.

დედა და ორი­ვე შვი­ლი შა­ბათს, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით, თურ­ქეთ­ში, აფი­ონ­ქა­რა­ჰი­სა­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში დაკ­რძა­ლეს.

ყვე­ლა მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის სა­ბო­ლოო დას­კვნას და დე­დი­სა და მისი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნას.

წყარო : Ambebi.ge

Leave a Comment